ევროპის ახალი ავტომობილების ბაზარი ბოლო ცხა თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა - Palitra News

ევროპის ახალი ავტომობილების ბაზარი ბოლო ცხა თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა

2019-06-19 12:10:36+04:00

მაისში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი გერმანიაში ახალ ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა გახდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროპაში გაყიდვებმა 0,04%-ით მოიმატა და მილიონ 440 ათასი შეადგინა.

ბრენდებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა Lexus-ს, BMW-სა და Seat-ს, ასევე Citroen-სა და Toyota-ს დაუფიქსირდათ. რაც შეეხება გაყიდვების კლების მქონე ბრენდებს, ყველაზე მეტად Alfa Romeo-მ, Nissan-მა, Jeep-მა, Renault-მა და VW-მა იზარალა.

აღსანიშნავია, რომ მაისში გაყიდვების უმნიშვნელო ზრდა ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველი ზრდაა ევროკავშირის ბაზარზე.