ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი პუტინის განკარგულებაზე - ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - Palitra News

ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი პუტინის განკარგულებაზე - ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2019-06-22 15:21:55+04:00

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე პირველ კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.როგორც „პალიტრა ნიუსს“ აბაშიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამ გადაწყვეტილებაზე სრულყოფილი ინფორმაცია შეგროვდეს, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ემოციური ფონისა და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი არ გახდება . მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები კი ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.