მეტროს სადგურები, რომლების რეაბილიტაციაც იგეგმება - Palitra News

მეტროს სადგურები, რომლების რეაბილიტაციაც იგეგმება

2019-06-28 11:18:35+04:00

მერია მეტროსადგურების - "მარჯანიშვილის", "ვაგზლის მოედანი 1"-ისა და "ვაგზლის მოედანი 2"'-ის რეაბილიტაციას გეგმავს. სადგურების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის აუცილებელი კვლევითი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 ათასი ლარია.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 135 კალენდარული დღე, მაგრამ თითოეულ სადგურზე არაუმეტეს 45 კალენდარული დღეა. სადგურების თანმიმდევრობას კი შემსყიდველი განსაზღვრავს.