მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "თიბისის" აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ - Palitra News

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "თიბისის" აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ

2019-06-28 16:08:48+04:00

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხაზარაძე და ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის“ აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან.

ცნობისთვის, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.37%; ბადრი ჯაფარიძე - 6.68%; European Bank for Reconstruction and Development - 8.08%; JPMorgan Asset Management - 6.49%; Schroder Investment Management - 7.18% და Dunross & Co. - 5.94%. ამასთან, ბოლო მონაცემებით, „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 871 მილიონ 170 ათასი გირვანქა სტერლინგია.