მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე, სადაც 3 "მინივენი" შეეჯახა ერთმანეთს - დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი - Palitra News

მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე, სადაც 3 "მინივენი" შეეჯახა ერთმანეთს - დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი

2019-07-13 21:36:51+04:00

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი "მინივენი" ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.პირველადი ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი. მომხდარის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრასპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.