პაატა სალია "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების მოთხოვნაზე - Palitra News

პაატა სალია "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების მოთხოვნაზე

2019-07-20 00:06:15+04:00

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი არხის თანამშრომლების სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც სალიამ რუსთავი 2-ში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს დაკმაყოფილდება თუ არა ეს მოთხოვნები, რადგან ეს საკითხი მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის. მისივე თქმით, გაეცნობა კონკრეტულად რას ითხოვენ თანამშრომლები და გაესაუბრება არხის მეპატრონეს ქიბარ ხალვაშს.