მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ - Palitra News

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ

2019-07-26 16:59:57+04:00

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ. როგორც მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებენ, რომ მათ მიმართ სპეკულაციები დასრულდეს.ხაზარაძის შეფასებით, ერთი მხრივ მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიას მხარს უჭერს და მეორე მხრივ პირდაპირ, ღიად ებრძვიან ამ პროექტს.