გოგი წულაია - მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთანაა, არის დანაშაული - Palitra News

გოგი წულაია - მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთანაა, არის დანაშაული

2019-08-06 14:23:59+04:00

პარტია „თავისუფალმა საქართველომ" მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებული პრობლემები გააპროტესტა. პარტიის თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან გამართულ ბრიფინგზე ელექტრონულ რეგისტრაციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეგისტრაციის პირობებში მომხმარებლები ჩაბარების ადგილს ვერ არჩევენ და მათ სხვა ქალაქში უწევთ გამოცდის ჩაბარება.