დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებისთვის შეგონებები და მოთქმა-გოდება აბსოლუტურად უშედეგოა, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება - Palitra News

დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებისთვის შეგონებები და მოთქმა-გოდება აბსოლუტურად უშედეგოა, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება

2019-08-22 15:09:09+04:00

ხელისუფლებისთვის შეფასებები, შეგონებები, მოთქმა-გოდება არის აბსოლუტურად უადგილო და უშედეგო, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. კერძოდ, შესაქმნელია "ტვ პირველის" გადასარჩენი საზოგადოებრივი ფონდი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ამით უსუფაშვილი პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა მოცემულ სიტუციაში მოქალაქეობრივი აქტივობაა.