საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ბრიტანეთისგან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს - Palitra News

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ბრიტანეთისგან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

2019-08-27 18:41:59+04:00

თიბისი ბანკის დამფუძნებლების განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადებას ითხოვს. კერძოდ კი, წერილში, რომლითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთს მიმართა, საუბარია იმაზე, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებში და რომ მათი ფული ბრიტანეთში შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს. ,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადებით, აღნიშნული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულია. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, ანაკლიის პორტს მაინც ააშენებენ.აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში სასაუბროდაც გამოიწვია. შესაბამისი წინადადებით ხაზარაძემ ივანაშვილს, დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები ასევე დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავენ, აქტიურად იყვნენ ჩართული იმ კრიმინალური და უსაფუძვლო ბრალდების შესწავლაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ არის მიმართული.