ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს დედაქალაქის მერი გაეცნო.
კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიაზე უფასო პარკირება შეეხება შშმ პირებს და „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
ამასთან, კალაძის თქმით, მისი თქმით, 15-წუთიანი პარკირება, ისევე, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე, აქაც უფასო იქნება, საათის ღირებულება კი - 1 ლარი.