ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო - Palitra News

ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო

2019-10-18 15:08:53+04:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო.

როგორც ანა დოლიძემ მედიასთან განაცხადა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტის კომიტეტებს, უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს სპეციალური საჯარო მოსმენა, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ფსიქოლოგებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრებენ სათამაშო ბიზნესის პრობლემებზე და მათი გადაჭრის საშუალებებზე.

ანა დოლიძე სამოქალაქეებს მოუწოდებს, მის კამპანიას შეუერთდნენ.