ბადრი ჯაფარიძე "პროგრეს ბანკზე" - ფულის გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე "პროგრეს ბანკზე" - ფულის გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები

2019-10-25 13:58:16+04:00

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროგრეს-ბანკთან დაკავსირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ფულის "გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები".

"აუდიტორული დასკვნა არ იკვლებს გადარიცხვებს, გადარიცხვების კვლევის ამოცანა არის კანონით ფინანსური მონიტორინგის და ეროვნული ბანკის საქმე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "დელოიტის" მიერ, რომელიც "არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას".