თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. ცნობისთვის, ბიზნესმენ გია უდესიანი, რამდენიმე წელია ქვეყანაში არ იმყოფება. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.