20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს რომ მას დაურეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს - დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი უწყება და პირადად იგი, ჩართული იყვნენ მაკო გომურის თვალის რეაბილიტაციის პროცესში. მისივე თქმით, ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მაკო გომურის სამედიცინო პროცედურები უცხოეთში გაგრძელდება.