ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.
ვასაძე ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.
"დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.