სირია, ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი, ისტორიული ძეგლებისა და ნავთობის საბადოების, ასევე რევოლუციებისა და ომის მიწა. მშვიდობიანი დრო აქ, მორიგი გადატრიალების შემდეგ მოკლე ხანს გრძელდება. რისკი თითოეული ასეთი ქმედების დროს ძალიან დიდი იყო. ბრძოლა ძალაუფლებისთვის სირიის ყოველდღიური რუტინაა, რომელიც ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ ხალხს შორის მიმდინარეობს. 2011 წლის შემდეგ აქ სამოქალაქო ომი მძვინვარებს, სისხლი და ცრემლი კი სირიის სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, ბაშარ ალ ასადის ხელებზეა.