2 გარდაცვლილი და 14 დაშავებული - თბილისში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი დაეჯახა - Palitra News

2 გარდაცვლილი და 14 დაშავებული - თბილისში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი დაეჯახა

2019-12-19 15:12:23+04:00

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა და 14 დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.