რა მოხდა თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან მას შემდეგ, რაც კალაძემ ის საზეიმოდ აანთო - ინციდენტის ამსახველი კადრები - Palitra News

რა მოხდა თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან მას შემდეგ, რაც კალაძემ ის საზეიმოდ აანთო - ინციდენტის ამსახველი კადრები

2019-12-26 11:02:43+04:00

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, სასუქი მიიტანეს. აღნიშნულს თბილისის მერიის თანამშრომელსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ამბობენ სასუქი ნაძვის ხის გასაზრდელად მიიტანეს.