თბილისში თოვლჭყაპია მოსალოდნელი - იხილეთ 4,5,6 და 7 იანვრის ამინდის პროგნოზი - Palitra News

თბილისში თოვლჭყაპია მოსალოდნელი - იხილეთ 4,5,6 და 7 იანვრის ამინდის პროგნოზი

2020-01-03 15:19:11+04:00

4 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

5-7 იანვარს, საქართველოს უმეტეს რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.