კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობს 13 იანვარს 82 წელი შეუსრულდა, საიუბილეო საღამო კი მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.
არიადნა შენგელაიას როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალსო არტისტის წოდება.
პარალელურად, არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა.