ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა - Palitra News

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

2020-01-22 15:07:38+04:00

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ასეთი შემთხვევა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კვლევის ჩატარება, რა იწვევს დელფინების სიკვდილს. ძუძუმწოვრების გამორიყვის 120 შემთხვევა დაფიქსირდა შარშან. ბიოლოგები ბიოუსაფრთხოების მიზნით კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.