ცხენისწყალში 1 კაცს ეძებენ - 2 პირის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს - Palitra News

ცხენისწყალში 1 კაცს ეძებენ - 2 პირის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს

2020-01-24 11:01:09+04:00

ცაგერში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილს ეძენენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია 2 კაცის ცხედარი, კიდევ ერთს ეძებენ. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაა ჩართული. ცხენისწყლის არხში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჩავარდა. ავტომობილში 3 კაცი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.