თბილისში 3 მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა - Palitra News

თბილისში 3 მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

2020-02-03 14:08:12+04:00

თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში - ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.

ახლად დამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა.კახა კალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.