ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრისას მხარეება თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივ მიდგომებსა და მოქმედების გეგმებზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გაცვლითი ვიზიტები ლიეტუვასა და საქართველოში.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.