მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხის გადაჭრაში პირადადაა ჩართული - Palitra News

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხის გადაჭრაში პირადადაა ჩართული

2020-03-05 14:08:14+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხზე კლინიკასა და "ავერსის" კომუნიკაციაში პირადადაა ჩართული და მედიატორის როლს ასრულებს. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა თუ რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში განაგრძობს მუშაობას.