აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მიმართავს - Palitra News

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მიმართავს

2020-04-15 13:50:22+04:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს სხვა სამ დიდ ქალაქთან ერთად ბათუმის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მიმართავს.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ დღეს 21 საათიდან ქალაქში შესვლა და გასვლა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკრძალება გარდა ტვირთბრუნვასთან დაკავშირებული გადაადგილებისა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს და ფიქრობს, რომ დიდი ქალაქების - თბილისის, ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის ჩაკეტვა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ნაბიჯია.