გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს - Palitra News

გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

2020-04-16 16:36:40+04:00

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. როგორც „პალიტრანიუსს“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა, გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ გათავისუფლდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედად არიან ცნობილი. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ასევე მას აკრძალული ჰქონდა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.