ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი, პროკურატურის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა - Palitra News

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი, პროკურატურის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა

2020-04-20 19:33:58+04:00

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის მეუღლეს "პალიტრანიუსი" დაუკავშირდა. პოლიციელის მეუღლისთვის მომხდარის დეტალები უცნობია და აღნიშნავს, რომ ქმართან კომუნიკაცია დაკავებამდე არ ქონია. პოლიციელის ცოლისთვის ასევე უცნობია მისი მეუღლე სამართალდამცველებმა დააკავეს თუ თავად ჩაბარდა პოლიციას.