სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა - Palitra News

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა

2020-04-22 11:28:11+04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილს დაინიშნა.

წურმუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1990 წლიდან მუშაობს. მას ამ წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

რა პოზიციაზე გადაინაცვლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, ჯერჯერობით უცნობია.