გერმანიაში "ჰესბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს - Palitra News

გერმანიაში "ჰესბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

2020-04-30 17:39:28+04:00

გერმანიაში შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და ქვეყნის მასშტაბით მისი საქმიანობა აიკრძალა. ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

სამართალდამცველებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების სახლებში და მეჩეთებში რეიდები განახორციელეს.

ოფიციალური გათვლებით, გერმანიის ტერიტორიაზე ორგანიზაციის 1 050-მდე წევრი იმყოფება. გასულ წელს, „ჰესბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად დიდმა ბრიტანეთმა აღიარა.