სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "რეზიკო ჯვარსკი", რომლის აყვანაც წალენჯიხაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.
გამოძიება "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.