აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, მიწა აქვს თუ არა რეგისტრირებული - "ნაცმოძრაობა" - Palitra News

აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, მიწა აქვს თუ არა რეგისტრირებული - "ნაცმოძრაობა"

2020-05-13 14:21:38+04:00

აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, აჭარაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთების 90 პროცენტი დაურეგისტრირებელი აქვს და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივა აჭარის რეგიონთან მიმართებაში დასახვეწია.