ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური გამოწვევაა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს - პრემიერი - Palitra News

ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური გამოწვევაა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს - პრემიერი

2020-06-01 12:49:56+04:00

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი.