ბოჭორიშვილის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობისთვის საჭირო გამოცდილება უკვე დაგროვილია - Palitra News

ბოჭორიშვილის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობისთვის საჭირო გამოცდილება უკვე დაგროვილია

2020-06-03 13:07:22+04:00

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 37 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 23 კოვიდინფიცირებულია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის კახა იშხნელის ინფორმაციიტ კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და ისინი ასაკობრივად რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით კლინიკას უკანასკნელ დღეებში 4 ახალი პაციენტი დაემატა.

ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ვირუსის გააქტიურების მხრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი მეტად საყურადღებო იქნება, თუმცასაქართველოს ჯანდაცვის სისტემა თანდათანობით ემზადება მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობისთვის.