ეკატერინე ტიკარაძე - დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი, პროცესი კონტროლზე გვექნება აყვანილი - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძე - დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი, პროცესი კონტროლზე გვექნება აყვანილი

2020-07-08 15:01:56+04:00

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ საზღვარზე კონტროლის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, შესაბამისად, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს.

ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფოს პროცესი სრულ კონტროლზე ექნება აყვანილი. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მიერ დაგროვებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებობს მოლოდინი, რომ საზღვრების გახსნა არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი და არ გამოიწვევს კოვიდ19-ის შიდა გადაცემის გავრცელებას.