დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ "კაბინეტს" - Palitra News

დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ "კაბინეტს"

2020-08-28 15:58:50+04:00

მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობას აფასებენ.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს სააკაშვილის "გაბედულ" ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ "კაბინეტს" დაახვედრებს ციხეში.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნით მოუწევს პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან. მისივე თქმით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვერასდროს გახდება საქართველოში ვერც ერთი თანამდებობის პირი.