ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - Palitra News

ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-11 16:45:13+04:00

ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირი „კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია.

ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.