აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თავშესაფრის დირექტორის დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, ამ წუთებში იქ კარანტინია გამოცხადებული და ელოდებიან სხვა თანამშრომლებისა და ბინადრების ანალიზის პასუხებს.
მისი თქმით, თავშესაფარში 120 მობინადრეა. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.