პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა - Palitra News

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა

2020-10-15 13:05:55+04:00

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა. მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. "პარტია, რომელიც გისმენთ" - ეს იყო ელისაშვილის გუნდის მთავარი სათქმელი მისასალმებელ სიტყვაში. ყველა კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ 24 საათის განმავლობაში მზად არიან მოსახლეობის ზარებს უპახონ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად, საპარლამენტო ტრიბუნა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ.