ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ - Palitra News

ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ

2020-11-03 15:05:01+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ.

ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლინის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.