ბადრი ჯაფარიძე - ვიმსახურებთ ისეთ არჩევნებს, რომელიც ხალხის ნებას ასახავს და ჩვენ მივაღწევთ ასეთ ახალ არჩევნებს - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე - ვიმსახურებთ ისეთ არჩევნებს, რომელიც ხალხის ნებას ასახავს და ჩვენ მივაღწევთ ასეთ ახალ არჩევნებს

2020-11-08 17:02:22+04:00

ჩვენ ვართ ახლა ერთად, იმიტომ რომ ქვეყანას უჭირს და ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადამიანს და მის დაჯგუფებას.