სააგენტო „როიტერი“ მთიან ყარაბაღში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ წვავენ ადგილობრივი სომხები საკუთარ სახლებს - Palitra News

სააგენტო „როიტერი“ მთიან ყარაბაღში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ წვავენ ადგილობრივი სომხები საკუთარ სახლებს

2020-11-14 19:17:42+04:00

სააგენტო „როიტერი“კადრებს ავრცელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ წვავენ ადგილობრივი სომხები საკუთარ სახლებს ქალბაჯარის ზოგიერთ სოფელში, რომელიც 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს. შეგახსენებთ, რუსეთის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ლიდერების შეთანხმების თანახმად, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ქალბაჯარის რეგიონის გადაცემის თარიღად 15 ნოემბერი განისაზღვრა. ამასთან, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებულ კონფლიქტს 2 317 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.