ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 27,2 მლნ დოლარით შემცირდა - Palitra News

ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 27,2 მლნ დოლარით შემცირდა

2020-12-09 08:17:42+04:00

ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 27 მილიონ 200 ათასი დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ნოემბრისთვის მთლიანი რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 751 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 31 ოქტომბრის მდგომარეობით 3 მილიარდ 776 მილიონი დოლარი იყო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოური ვალუტის რეზერვებმა 30 ნოემბრისთვის 3 მილიარდ 553 მილიონი დოლარი შეადგინა.