აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს - Palitra News

აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს

2020-12-17 16:04:17+04:00

აზერბაიჯანის ინფორმაციით, საბრძოლო ზონიდან დღემდე 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადაასვენეს.

აზერბაიჯანის ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეთა სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ცნობით, კონფლიქტის მხარეებმა, საბრძოლო ზონაში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების შეგროვების პროცესი დაიწყეს.

ამ მიმართულებით სამუშაოები რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხორციელდება.