შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყისა თუ მინდვის ხანძრის 7 კერაზე მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.
უწყების ინფორმაიით გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა ყველა მიმართულებით განაახლეს, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა, არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარწობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენლია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.