ბიძინა ივანიშვილის განცხადება პრაქტიკულად, მისი ეპოქის დასასრულია ქართულ პოლიტიკაში, თუ გავლენის და კონტროლის გაგრძელებას აპირებს, ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება - ბადრი ჯაფარიძე - Palitra News

ბიძინა ივანიშვილის განცხადება პრაქტიკულად, მისი ეპოქის დასასრულია ქართულ პოლიტიკაში, თუ გავლენის და კონტროლის გაგრძელებას აპირებს, ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება - ბადრი ჯაფარიძე

2021-01-13 18:00:01+04:00

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში მისი ეპოქის დასასრულია.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ივანიშვილმა საკუთარი განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუციებზე მის გავლენას საფუძველი გამოაცალა და თუ ის „ზეგავლენას გააგრძელებს, ეს კრიმინალის ტოლფასი იქნება“.