ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა: „კისერიც გიტეხიათ ქართველებო“ - ბოსტანში წავიდა დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში - გუბაზ სანიკიძე - Palitra News

ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა: „კისერიც გიტეხიათ ქართველებო“ - ბოსტანში წავიდა დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში - გუბაზ სანიკიძე

2021-01-15 12:53:55+04:00

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ბოსტანში წავიდა. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ბოსტანში წავიდა რომის იმპერატორი დიოკლეტიანეც, რაც სასაცილო არ არის“.