„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ

2021-01-25 13:46:41+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ბათუმში მომხდარი ფაქტის დაგმობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ.ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მიმართა, „გზა დაუთმონ მათ, ვისაც ბრძოლა სურთ“.ქიქავას აზრით, სამადაშვილსა და გოცირიძეს ბრძოლა აღარ სურთ.