თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ - Palitra News

თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ

2021-02-05 12:57:11+04:00

რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით მიიღეს. მისი თქმით, რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. თუმცა, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა ეპიდვითარების გათვალისწინებით, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

როგორც შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.